საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსის შეძენაა დაგეგმილი.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ, სერ სუმა ჩაკრაბარტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციისათვის EBRD-ის მხარდაჭერით თანამედროვე ავტობუსების შეძენა, რომელიც განკუთვნილია ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ასევე, დაგეგმილია ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსის შეძენა. ელექტროავტობუსების პროექტი იქნება პირველი ამგვარი პროექტი EBRD-ის დააფინანსებით და ასევე, პირველი ასეთი პროექტი რეგიონში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.