სააღდგომოდ სურსათის ვარგისიანობის შესამოწმებლად განსაკუთრებული ზომების მიღება არ იგეგმება

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სააღდგომოდ მოთხოვნა განსაკუთრებით კვერცხზე იზრდება, თუმცა ვინაიდან ეს პროდუქტი მაღალი რისკის შემცველია, მასზე ისედაც მკაცრი რეგულაციებია დაწესებული.

სააგენტოში ამბობენ, რომ მთავრობისა და სააგენტოს მიერ გატარებული მკაცრი ღონისძიებების შედეგად, ბაზარზე უხარისხო პროდუქციის გამოჩენის რისკი მინიმუმამდეა შემცირებული.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2013 წლის განმავლობაში სავაჭრო ქსელიდან 1 მილიონი ცალი გაფუჭებული კვერცხი ამოიღო. უხარისხო პროდუქციის გარკვეული რაოდენობა ქსელში მიმდინარე წელსაც დაფიქსირდა, თუმცა როგორც სააგენტოში ამბობენ, ეს უმეტესად შეზღუდული პარტიებია.