საქართველო EBRD-ის წლევანდელ პროგნოზს გადააჭარბებს - ამის შესახებ EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, საქართველო გადააჭარბებს EBRD-ის წლევანდელ პროგნოზს. რომელიც დაახლოებით 3,8%-ს შეადგენს, მით უმეტეს, რომ საქართველომ უკვე მიაღწია 4%-ზე მაღალ ზრდას“, - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.
EBRD-ის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მომავალი წლის პროგნოზსაც გადააჭარბებს და 4%-ზე მაღალ ზრდას აჩვენებს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახალი პროგნოზის შესახებ ნოემბერში ისაუბრებს, თუმცა სუმა ჩაკრაბარტი დარწმუნებულია, რომ საქართველო, EBRD-ის საოპერაციო ქვეყნებთან შედარებით, სწრაფ ზრდას განაგრძობს.