მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „ირმა“ კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ ბარბუდას დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად დანგრეულია სახლები, მწყრობიდან გამოყვანილია საკომუნიკაციო სისტემა.
აღნიშნულის შესახებ ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრმა გასტონ ბრაუნმა განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, ბარბუდას კუნძულზე ქარიშხალმა შენობების 95% გაანადგურა.
გასტონ ბრაუნის თქმით, შენობების ტოტალური დანგრევის გამო, მოსახლეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შესძლებს კუნძულზე ცხოვრებას.
„ყველაფრის აღდგენას წლები დასჭირდება“, - განაცხადა ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ ქარიშხლის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.