ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს შეიმუშავებს

ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს შეიმუშავებს , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

„დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შევთავაზებ გააძლიერონ ეკონომიკური წნეხი ჩრდილოეთ კორეაზე. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ გაერო-ს ახალ რეზოლუციას, რომელიც უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ევროკავშირი ახალ, ავტონომიურ სანქციებს შემოიღებს“, - განაცხადა მოგერინიმ.

მისივე თქმით, დიპლომატიური და ეკონომიკური წნეხი იმისთვისა არის საჭირო, რომ სამხედრო კონფრონტაცია თავიდან აცილებული იყოს.

„ჩვენი ევროპული ხაზი აქ ძალიან მკაფიოა: უფრო მეტი ეკონომიკური და დიპლომატიური წნეხი და ერთიანობა რეგიონალურ და საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განმარტა მოგერინიმ.