რუსთავში, ძლიერმა ქარმა სახურავები დააზიანა და ხის ტოტები დაამტვრია. როგორც რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე განაცხადეს, მოსახლეობისგან ქარის შედეგად სახურავის დაზიანების შესახებ ამ დროისთვის ორი შეტყობინება შევიდა.
ქარმა სახურავი დააზიანა კოსტავას გამზირზე, #19 საცხოვრებელ კორპუსზე. უსაფრთხოების მიზნით საპატრულო პოლიციამ ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებისათვის მოძრაობა შეზღუდა. სახურავი დაზიანდა მეგობრობის #10-ში. ძლიერმა ქარმა ხეები დაამტვრია ფალიაშვილისა და რუსთაველის ქუჩაზე. ამ დროისთვის რუსთავში ძლიერი ქარი და წვიმაა.