ძლიერ ქართან დაკავშირებით თბილისში რამდენიმე გამოძახება დაფიქსირდა.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ყველა ადგილზე სამაშველო ჯგუფები გავიდნენ.
„დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქარმა ხეები მოგლიჯა. გამოძახებები ძირითადად დიღომში იყო“, - განაცხადეს სააგენტოში.
ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება თბილისში, ცალკეულ ქუჩაზე ხის მოგლეჯის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი შემთხვევა ელენე ახვლედიანის აღმართზე დაფიქსირდა, რა დროსაც ქარისგან მოგლეჯილი ხე მოძრავ მანქანას დაეცა.