დავით ნარმანიას ელგუჯა ხოკრიშვილი შეცვლის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავით ნარმანიას შემცვლელს დღესვე წარადგენს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე დავით ნარმანიას ელგუჯა ხოკრიშვილი შეცვლის.

ხოკრიშვილი მუნიციპალური ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა.

ნარმანიამ თანამდებობა დღეს დატოვა და, როგორც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, წინასაარჩვენო კამპანიაში ოფიალურად ჩაერთვება.

დავით ნარმანია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა.