საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მოქალაქეებს 174 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა.
კომისიამ მოქალაქეებსა და ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, ბუნებრივი გაზის სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებული დავები 7 სექტემბრის საჯარო სხდომაზე განიხილა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების უმრავლესობა, 130 საკითხი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ , სს „თელასის“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ მოქალაქეების ხანდაზმულ დავალიანებებს შეეხებოდა.
კომისიამ მომხმარებელთა საჩივრები დააკმაყოფილა და ჯამში მოქალაქეებს კომპანიების მიერ დარიცხული 174 439.01 ლარი ჩამოაწერა.
გარდა ამისა, კომისიამ განიხილა მოქალაქის საჩივარი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა მომსახურების ხარისხსა და წყალმომარაგების პრობლემებს. საკითხის განხილვის შედეგად კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წყალმომარაგების დეპარტამენტი მონიტორინგს გაუწევს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაგეგმილი რეაბილიტაციის პროცესს.