„მის საქართველო 2017“-სთვის კასტინგი ჩატარდება

სილამაზის კონკურსის „მის საქართველო” ნაციონალური კასტინგი 10 სექტემბერს გაიმართება. „იმიჯ ცენტრის“ ინფორმაციით, „მის საქართველო 2017”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს. კასტინგის შედეგად შეირჩევიან ფინალისტები, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად.

“მის საქართველო 2017”-ის გამარჯვებული და ტოპ-ხუთეულის წევრები სილამაზის სხვადასვა საერთაშორისო კონკურსებზე გაემგზავრებიან.