ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა. გადაადგილების პრობლემა ექმნებათ როგორც მსუბუქ ავტომობილებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ზურაბ ჯამბურიას განცხადებით, ქალაქში არსებული შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყალს გადინება უჭირს.
ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმის დროს აღნიშნული პრობლემა მუდმივად არსებობს და სანიაღვრე არხები მოსაწესრიგებელია. მათივე ინფორმაციით, წვიმის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა წყალმა ეზოებში შეაღწიოს.