საქართველოს ბანკი  მომხმარებელს „ელვას“   უკვე თურქეთშიც სთავაზობს

როგორც საქართველოს ბანკში აცხადებენ, დღეიდან, "ელვას" საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გააგზავნოს და მიიღოს თანხა საქართველოსა და თურქეთში.

ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთიდან თანხის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელს დასჭირდება მხოლოდ გზავნილის კოდი, რომელსაც გამომგზავნი შეატყობინებს. კოდის მეშვეობით, მიმღებს თანხის განაღდება შეუძლია საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, ბანკომატში, ან სატელეფონო ცენტრის დახმარებით. მიმღები საკომისიოს არ იხდის.

თანხის გაგზავნის შემთხვევაში, მომხმარებელმა საქართველოში უნდა მიაკითხოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს, ხოლო თურქეთში - „Aktif Bank"-ის ნებისმიერ ფილიალს ან ფოსტის რომელიმე ოფისს.

თანხის მიღება და გაგზავნა ლარის, აშშ დოლარისა და  ევროს ვალუტაშია შესაძლებელი.