პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია სპეციალურ განაცხადებას ავრცელებს. იგი ბოლო დროს ორგანიზაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
”მიმდინარე კამპანია მდგომარეობს ძირითადი მეინსტრიმული და სოციალური მედიის არხების გამოყენებაში, რომელიც მოჰყვა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) აფილირებული წევრის - საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მხრიდან 24 აგვისტოს რკინიგზის მუშაკთა შრომითი კონფლიქტის მხარდაჭერას”, - აცხადებენ კონფედერაციაში.
”საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველთვის იყო ლიდერი საქართველოში მშრომელთა უფლებების დაცვის საკითხში, მიუხედავად იმისა თუ რომელი პოლიტიკური ტენდენცია იყო ქვეყნის ხელისუფლებაში, მან ეს საქმე საერთაშორისო დონემდე აიყვანა და 2015 წლიდან ის პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტად გვევლინება“, - განაცხადა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC)-ის გენერალურმა მდივანმა შარან ბაროუმ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომავალი არჩევნების გათვალისწინებით, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია (ITUC) განიხილავს საქართველოს პროფკავშირების (GTUC) წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, როგორც სახელმწიფოს მხრიდან პროფკავშირულ საქმიანობაში ინტერვენციის შემაშფოთებელი ნიშანი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროფკავშირული აქტივისტები და დელეგატები აწვდიან ინფორმაციას, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ახდენენ გავლენას მათზე, ადგილობრივ პროფკავშირებზე, რათა ძირი გამოუთხარონ საქართველოს პროფკავშირების (GTUC)-ის ხელმძღვანელობას.
„ჩვენთვის მიუღებელია საქართველოს პროფკავშირების (GTUC) დემოკრატიულ პროცესებში ნებისმიერი ჩარევა სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, რაც იქნება შსო-ს სტანდარტების აშკარა დარღვევა. საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ დავაყენოთ აღნიშნული საკითხი შსო-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სსვა შესაბამისი ინსტიტუტების წინაშე“, - განაცხადა შარან ბაროუმ.