რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთზე საცობია. მარნეულის გადასახვევთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
საცობის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი კი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. თბილისი- რუსთავის დამაკავშირებელ გზაზე მაგისტრალის მშენებლობის მიზნით მოძრაობა მხოლოდ ერთ ზოლზე ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე მეორე დღეა საცობია.