„ორი დღეა ავტომანქანა ვერ განვაბაჟე.. მეტი რეგულაცია, მეტი ბიუროკრატია ეკონომიკის განსავითარებლად“

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავტომობილის განბაჟების პროცედურების შესახებ წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მანქანის განბაჟების პროცედურა საქართველოში. მიდიხარ რუსთავში, ათვალიერებენ მანქანას და გეუბნებიან, რომ უნდა მოიტანო ცნობა, რომ ავტომანქანას მარჯვნივ არ აქვს საჭე. ამ ცნობის ასაღებად, უნდა ჩამოხვიდე უკან თბილისში, აიღო საბუთი ან კონკრეტული ავტო ცენტრიდან, სადაც გახდევინებენ 30 ლარს ან რაღაც კანტორიდან ისანში, სადაც გახდევინებენ 65 ლარს. რაც მთავარია, ორი დღეა ავტომანქანა ვერ განვაბაჟე. აი ეს რა არის, როგორ ფიქრობთ? მეტი რეგულაცია, მეტი ბიუროკრატია ეკონომიკის განსავითარებლად!,“- წერს კლდიაშვილი "ფეისბუქზე“.