"ვისოლი" "ვენდისა" და "სმარტის" ქსელს აფართოებს

"ვისოლ ჯგუფი" ამერიკული რესტორნების ქსელს "ვენდის" და სუპერმარკეტების ქსელს "სმარტს" აფართოებს, რის შედეგადაც საკუთარ ჯგუფში დამატებით 300 სამუშაო ადგილს შექმნის.

მენეჯმენტი "ვენდის" და "სმარტის" ახალ ფილიალებს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე 15 აპრილს "ვისოლ ჯგუფის" ახალ სავაჭრო კომპლექსში გახსნის. კომპლექსში, რომელიც 4500 კვ. მეტრზეა განთავსებული, "სმარტის" და "ვენდის" გარდა, 5 ახალი ბიზნესი იფუნქციონირებს.

შედეგად, საქართველოს მასშტაბით "სმარტს" 13 სუპერმარკეტი ექნება, ხოლო "ვენდის" - მეორე რესტორანი. პრეზენტაციაზე მომხმარებელს "ვენდისი" ახალ ბურგერსაც შესთავაზებს.

ამ დროისთვის "ვისოლ ჯგუფში" 5000-მდე ადამიანია დასაქმებული.