PwC - ბავშვებისთვის ინტერნეტ რეკლამის ბაზარი 1,2 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება

კვლევითი ორგანიზაცია PwC-ის ახალი ანგარიშის თანახმად, 2019 წლისთვის ბავშვებისთვის ციფრული რეკლამის ბაზარი 1,2 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება და ბავშვებისთვის მთლიანი სარეკლამო ბაზრის 28%-ს მიაღწევს.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ეს მართალია ახალი ბაზარია, თუმცა სწრაფად მზარდი, რომლის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ბაშვები სულ უფრო ცოტა დროს ატარებენ ტელევიზორებთან.

„ჯერ კიდევ ხუთი წლის ბავშვები მეტწილად ტელევიზორს უყურებდნენ. თუმცა, დღესდღეობით სურათი მთლიანად შეიცვალა. თანამედროვე ბავშვები დღის განმავლობაში დიდ დროს ატარებენ ინტერნეტში, აპლიკაციებთან, ონლაინ ვიდეოს ყურებაში“, - განაცხადა კომპანია SuperAwesome-ის წარმომადგენელმა, რომელმაც კვლევა PwC-ს კვლევა დაუკვეთა.

ამავე კვლევის თანახმად, ზრდა მოსალოდნელია ე.წ. programmatic რეკლამის მხრივაც. PwC-ის შეფასებით, 2019 წლისთვის ბავშვებისთვის ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯებიდან 10-დან 20%-მდე სწორედ რეკლამის ამ სახეობაზე მოვა.