მერიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაი­თვალისწინა და "ატენი-19"-ს 27-სართულიანი სახლის მშენებლობა ხელახლა დაუმტკიცა

ყველამ იცის, რომ კორპუსს­ აშენებენ ამჯერად "ქართულ ოცნებაში" გადაბარგებული ყოფილი "ნაციონალები", ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი და მისი ოჯახი.

მერიაში პირად საუბრებში გვითხრეს კიდეც­, მოსამართლეს ხომ არ დავუპირისპირდებითო. კორპუსის მშენებლობაში ჩართულია ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ქადაგიძის ძმაც.

თბილისში მრავალსართულიანი შენობები ეზოების, სკვერებისა და გამწვანების გარეშე უკვე დიდი ხანია აღარავის უკვირს, არც მშენებლობებს­ შეწირული ხეებია დედაქალაქისთვის სიახლე, აღარაფერს ვამბობთ ძველი­ თბილისის სივრცესა თუ მცირე ფართობზე განლაგებულ, ერთმანეთს კედლებით მიბჯენილ, გაურკვეველი დანიშნულების არქიტექტურულ ნიმუშებზე, რომელთა მშენებლობებზე მერიამ ნებართვები ერთი ხელის მოსმით გასცა - წინ კიდევ 6 მლნ კვმ-ზე გაცემული ნებართვაა ასათვისებელი... მოკლედ, ვიცით, რომ დედაქალაქის ურბანული მორფოლოგია უხეში დარღვევების ნამდვილი საბადოა და ქალაქის ურბანული ათვისების პროცესში პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვისაც ადგილი აღარ რჩება, თუმცა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, დედაქალაქის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მაინც პრეცედენტულად უნდა ჩავთვალოთ. სასამართლოს სამივე ინსტანციით გაბათილებული მშენებლობისთვის გაცემული ნებართვა თბილისის ხელმძღვანელობამ დოკუმენტზე ერთი ხელის მოწერით უგულებელყო და ამხანაგობას 27-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნება ხელმეორედ მიანიჭა. მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ:

"კვირის პალიტრა" ჯერ კიდევ შარშან­ აპრილში წერდა, რომ ატენის ქუჩის 16-17-19 ნომერში მიმდინარე მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა.­ ლაპარაკია თბილისის მერიის 2007 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, არქიტექტურის სამსახურმა ჩიხში 9-სართულიანი სახლის აშენების ნებართვა გასცა­, თუმცა ამას არ დასჯერდა და მოგვიანებით მშენებლობის ორგანიზატორებს პროექტის ცვლილებაზე უყოყმანოდ დათანხმდა - საბოლოოდ, 9 საცხოვრებელ სართულზე კიდევ თექვსმეტის დამატების უფლება მისცა.(?!)­ პროცესები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კიდევ უფრო მახინჯი ფორმებით გაგრძელდა - 2014 წლის 18 მარტს, ინდივიდუალურ მენაშენეთა გაერთიანება "ატენი-19"-ს 27-სართულიანი სახლის აშენების უფლება საბოლოოდ დაუმტკიცდა - ორი სართული მიწის ქვეშ განისაზღვრა, 25 კი - მიწის ზედაპირიდან.

ჩიხში მშენებარე კორპუსი ტროტუარზე დგას, მიწისქვეშა ავტოსადგომი კი ღია ვერანდით ტრანსპორტის სავალ ნაწილს უკავშირდება.

მერიის მიერ გაცემული ნებართვების პარალელურად, 27-სართულიანი სახლის მშენებლობასთან ბრძოლაში ატენის ქუჩის მცხოვრებლები მხოლოდ სიტყვიერი­ პროტესტით არ შემოფარგლულან. მსახიობებმა: თათული დოლიძემ და ეკა ანდრონი­კაშვილმა მეზობლებთან ერთად მერიას სასამართლოში უჩივლეს და თბილისის ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული განკარგულების გაუქმება მოითხოვეს. მომჩივნების მოთხოვნა სამივე ინსტანციის სასამართლომ მართებულად მი­იჩნია - უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის აპრილში გამოიტანა გადაწყვეტილება - კომპანიისთვის მშენებლობის ნებართვა ბათილად ცნო და პროექტის ხელ­ახალი განხილვა მოითხოვა. მერიამ უზენ­აესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაი­თვალისწინა და ხელახალი განხილვისას­ ინდივიდუალურ მენაშენეთა გაერთიანება­ "ატენი-19"-ს მშენებლობა ხელახლა დაუმტკიცა.

უჩა ზაქაშვილი, ადვოკატი: - მსგავსი­ ტიპის დავა უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში პირველად მიიღო და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმეს განსახი­ლველად უპირატესობაც მიენიჭა, საბოლოოდ კი თბილისის მერიის გად­აწყვეტილება, მშენებლობისთვის 8.0 კოეფი­ც­იენტის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბათილად ცნო და მერიას რეკომენდაციით მიმართა, სწორად შეეფასებინა კონკრეტ­ული ბიზნესინტერესის გამო საზოგად­ოებრივი ინტერესის ხელყოფის რისკი. მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება და რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და 23 აგვისტოს 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ხელახლა ისე გასცა, რომ არც ადგილობრივებს გასაუბრებია და არც პრობლემა შეუსწავლია. სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა კი სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება­ და ამ მხრივ ინდულგენცია არც ერთ მაღალჩინოსანზე­ არ ვრცელდება. კიდევ ერთი სამართლებრივი დარღვევა - ამ ტერიტორიაზე დასაშვებ ნორმად 2,5 კოეფიციენტია განსაზღვრული, თუმცა, რატომღაც, ამ ამხანაგ­ობას თითქმის ოთხჯერ გაუზარდეს, ანუ ნორმატიული აქტით დადგენილი განაშენ­იანების ინტენსივობაც მერიამ დანაშაულებრივად დაარღვია".

ატენის ქუჩის მცხოვრები ვაჟა ვახრამი­შვილის ინფორმაციით, ამხანაგო­ბის უკან ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების ინტერესები იკვეთება:

"აქ ახლა 27-სართულიანი, 85 მეტრი სიმაღლის სახლი შენდება, რომელმაც ორი ქუჩის დამაკავშირებე­ლი მონაკვეთი საბოლოოდ ამოქოლა. საერთოდ, ატენის­ ქუჩა ჩიხად ითვლება, აქ ორი შემხვედრი­ ავტომობილის გასავლელი ფართობი არ არსებობს. სავალალო მდგომარეობაში ვართ, ხანძარი რომ გაჩნდეს, ეზოში სახანძრო მანქანა ვერ შემოვა. ჩემი სახლი მშენებარე კორპუსის მომიჯ­ნავედ დგას და როდესაც კორპუსის მშენებლობისას საძირკვლის ამოთხრა დაიწყეს, სახლის ერთი კედელი ჩამოიშალა­ - მის აღსადგენად 50 ათასი დოლარი დამჭირდა, თუმცა ამისთვის ყურა­დღება არავის მიუქცევია.

პრობლემის შესასწავლად დავით ნარმანიაც მოვიდა, მაშინ ახალ­არჩეული მერი იყო და სულ "ვაი-ვაი" იძახა­ - ეს როგორი უკანონო ნებართვა გაუცია უგულავასო, მაგრამ ცოტა ხანში­ თვითონვე მოაწერა კორპუსის მშენებლობას ხელი.

სასამართლოს სამმა ინსტანციამ ნება­რ­­თვა გააუქმა, ახლა ისევ შევიტანთ მერიის წინააღმდეგ სარჩელს. ამასობაში, 20 სართული უკვე აშენებულია, მაგრამ უკანონობასთან დანებებას მაინც არ ვაპირებთ, ქუჩაში დავდგებით და იქ ვიომებთ, ევროსასამართლომდეც მივალთ.

ყველამ იცის, რომ კორპუსს­ აშენებენ ამჯერად "ქართულ ოცნებაში" გადაბარგებული ყოფილი "ნაციონალები", ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი და მისი ოჯახი. მერიაში პირად საუბრებში გვითხრეს კიდეც­, მოსამართლეს ხომ არ დავუპირისპირდებითო. კორპუსის მშენებლობაში ჩართულია ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ქადაგიძის ძმაც".

მერიის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მსახიობ თათული­ დოლიძისთვისაც, რომელიც იქვე ცხოვრობს:

"რას ვიფიქრებდი, თუ მერია უზე­ნაესი­ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებოდა, ეს აშკარად მიანიშნებს, რომ ქვეყან­აში სასამართლოს გზითაც შეუძლ­ებელია ინტერესების დაცვა".

თბილისის მერიის კომენტარი:

"თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე, რომელიც გულისხმობს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდგომ ახალი აქტების გამოცემას, თბილისში, ატენის ქუჩა N19-ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 11 სექტემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად