სკოლებში ვაშლის დარიგების კამპანია სამინისტროს 78 ათასი ლარი დაუჯდება

განათლების სამინისტრომ სკოლებში „ვაშლების დარიგების“ კამპანიისთვის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 19 სექტემბერს დაიწყება და 21 სექტემბერს დასრულდება. სამინისტრო 260 ათასი ერთეული ვაშლის შეძენას გეგმავს,

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 78 ათასი ლარია.

პროექტის პირველ ეტაპზე ვაშლი თბილისის 10 სკოლაში ჯამში 20 ათას მოსწავლეს სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში დაურიგდება.

ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციის  თანახმად, მისაწოდებელი ვაშლის სავარაუდო რაოდენობა კვირაში - 20 ათასი ერთეული; ერთი ვაშლის სავარაუდო წონა კი არანაკლებ- 150 გრამია.