"გუდვილი" წინასააღდგომო აქციას იწყებს

ჰიპერმარკეტი "გუდვილი" მომხმარებელს 15 აპრილს გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს.

"გუდვილის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფასდაკლება მხოლოდ ერთი დღით იმართება. "გუდვილის" ქსელში 15%-იანი ფასდაკლება სუპერმარკეტის ქსელში არსებულ ყველა პროდუქტზე ვრცელდება, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე, ხორცზე, სასმელებზე, პასკაზე, კვერცხზე, სულ 55 000 დასახელების პროდუქტზე.

"გუდვილი" მომხმარებელს წინასააღდგომოდ იტალიიდან იმპორტირებულ (9 სახეოების) და საკუთარი წარმოების სხვადასხვა სახის პასკას სთავაზობს.

მენეჯმენტი წინასააღდგომო დღეებში რეალიზაციის 50%-იან ზრდას ვარაუდობს.