თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 313–318-ე კილომეტრების შეკეთება 2 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 313-318-ე კილომეტრების შესაკეთებლად გამოცხადებული ტენდერი დღეს სრულდება.

ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 17 აგვისტოს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 6 სექტემბერს დაიწყო.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება დღეს, 11 სექტემბერს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 565 324 ლარია.