საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღესდღეობით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.
თუმცა, როგორც ჟურნალისტებს გახარიამ განუცხადა, ცვლილებები სამომავლოდ შესაძლებელია დაიგეგმოს.
"ტურიზმის სააგენტოში საკადრო ცვლილებები დღეს არ იგეგმება, ხვალ შეიძლება დაიგეგმოს. ჩვენ როდესაც ასეთი გამოწვევები და მიღწევები გვაქვს ტურისტთა რაოდენობის ქვეყანაში, ამაზე საპასუხოდ შესაძლებელია რაღაც ცვლილებები მოხდეს, თუმცა დღეს ასე საკითხი არ დგას. ტურიზმი არის მიმართულება, რომელზეც გვჭირდება კონცენტრირებული მუშაობა", - აღნიშნა გახარიამ.