საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ საჯარო სხდომაზე შპს „აჭარის წყლის“ სახელზე, შუახევის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ განთავსებულ 178.7 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.
როგორც სემეკში აცხადებენ, ჰიდროელექტროსადგური „შუახევი ჰესი“, ორი ჰიდროაგრეგატით ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა. მათი ცნობით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 178.72 მგვტ-ია, საპროექტო გამომუშავება - 429 მლნ კვტ/სთ.
„შუახევი ჰესი“ სიმძლავრით, საქართველოში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებში რიგით მეოთხე სადგურია.