ბოლნისში, დაბა კაზრეთთან და კომპანია ,,არ-ემ-ჯი“ - სთან დამაკავშირებელი გზის საფარის მშენებლობა დასრულდა. ახლად აშენებული გზა, დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა გახსნეს.
გზის საფარის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 1,100 მეტრის მონაკვეთზე მოეწყო 22 სმ-ის სისქის ბეტონის საფარი, ტროტუარებითა და სანიაღვრეებით.
ქვემო ქართლის გუბერნატორის გრიგოლ ნემსაძის განცხადებით, გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და საერთო ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით შერაზადიშვილის განცხადებით, კაზრეთის გზის რეაბილიტაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია დაბის მცხოვრებლებისთვის, ვინაიდან ამორტიზებული გზის გამო ჰაერის დაბინძურების საკითხი მათ წლების განმავლობაში აწუხებდათ.
,,გზა არის კაპიტალურად ნაშენი და ათეულ წლებს გაუძლებს. გარდა იმისა, რომ ,,არ-ემ-ჯი“-ში დასაქმებულებსა და დაბა კაზრეთის მოსახლეობას, კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნებათ, პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ განხორციელების პროცესში სამშენებლო სამუშაოებზე ბოლნისელები იყვნენ დასაქმებულნი. წელს, კაზრეთში გზის მშენებლობის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც განხორციელდება. რამდენიმე დღეში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.