შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების ტყეში ხანძარია

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში ტყეში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე ავრცელებს.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიემართებიან.  ხანძარი რამდენიმე წუთის წინ ადგილობრივებმა შენიშნეს. სხვა დეტალები უცნობია.