მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 1 აგვისტოდან დღემდე მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის 9 708 980 ლარი ანაზღაურდა.
ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 11 სექტემბრის მონაცემებით, 1 აგვისტოდან მოყოლებული ჯამში 122 187-ზე მეტი, 22 983 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური ანაზღაურდა.
ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში - 80 ლარს, ხოლო 1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს შეადგენს.
მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ანაზღაურების პროგრამა 2017 წლის ბოლომდე გრძელდება.
ამასთან, საჯარო რეესტრის აგვისტოს მონაცემებით, მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 1 წლის განმავლობაში მიწა საკუთრებაში 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა.