ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე საწვავი გაძვირდა

ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე ბოლო დღეების განმავლობაში საწვავის ფასი გაიზარდა.

კერძოდ, ფასები 2-დან 10 თეთრამდეა მომატებული.

„ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე 10 სექტემბრის შემდეგ საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა. „ევრო სუპერი“ – 2.29 ლარი ღირს, მაშინ როცა 10 სექტემბრის მდგომარეობით მისი ფასი 2.24 ლარი იყო; „პრემიუმ ავანგარდის“ ფასი - 2.14 ლარიდან და 2.19 ლარამდეა გაზრდილი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 1.94 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი - 1.99 ლარია; უცვლელია „ევრო დიზელის“ ღირებულება - 1.94 ლარიდან 1.99 ლარამდეა გაზრდილი.

საწვავი გაძვირებულია „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზეც. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, ეკო-სუპერი“ 2.39 ლარი ღირს, მაშინ როცა 24 აგვისტოს მდგომარეობით მისი ფასი 2.35 ლარი იყო; „ეკო-პრემიუმის“ ფასი – 2.23 ლარიდან 2.27 ლარამდეა გაზრდილი; „ეკო -დიზელის“ ტიპის საწვავი - 2.14 ლარი ღირს, მაშინ როცა 2.04 ღირდა; „ევრო-რეგულარის“ ღირებულება -2.04 ლარიდან 2.08 ლარამდეა გაზრდილი; 9 თეთრით გაძვირდა „ევრო-დიზელი“ და „დიზელ-ენერჯი“. მათი ფასი დღეის მდგომარეობით, შესაბამისად, 2.09 ლარი ღირს; ფასი კი - 1.99 ლარია.

10 სექტემბრის მდგომარეობით, ფასები 2-5 თეთრით არის მომატებული ზოგიერთი ტიპის საწვავზე „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებზეც.

კერძოდ, 30 აგვისტოს მერე „G-Force პრემიუმის“ ღირებულება 2.19-დან 2.24 ლარამდეა გაზრდილი; „G-Force ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 2.11 ლარი ღირს, მაშინ როცა 2.09 ღირდა; ასევე 2 თეთრით გაძვირდა „ევრო რეგულარი“ და 2.04 ლარი ღირს; „G-Force ევრო დიზელის“ და „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი კი 5 თეთრით არის გაზრდილი და შესაბამისად, 2.09 ლარი და 1.99 ლარი ღირს.

10 სექტემბრის შემდეგ ზოგიერთი ტიპის საწვავის ფასები გაიზარდა „სოკარის“ სადგურებზეც. კერძოდ, „ევრო-რეგულარის“ ფასი - 2.01 ლარიდან 2.05 ლარამდეა გაძვირებული; „სუპერის“ ტიპის საწვავი დღეის მდგომარეობით, 2.38 ლარი ღირს, მაშინ როცა მისი ფასი 2.34 ლარი იყო; 4 თეთრით არის გაძვირებული „პრემიუმის“ ტიპის საწვავი და 2.25 ლარი ღირს; 5 თეთრით არის გაძვირებული ევრო-დიზელისა და დიზელის (50ppm და მეტი) ტიპის საწვავი და შესაბამისად მათი ფასი 2.07 და 1.97 ლარია; არ შეცვლილა და კვლავ 2.11 ლარი ღირს „რეგულარი“.

აღსანიშნავია, რომ საწვავის ფასებმა გასულ თვეშიც მოიმატა.