მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ გარემოვაჭრეებისაგან ქუჩები რადენიმე თვის წინ გაანთავისუფლა და სავაჭროდ სპეციალური ადგილები გამოუყო, ისინი მაინც ძველ ადგილებს უბრუნდებიან. უკვე რამდენიმე საღამოა გარემოვაჭრეები მეტრო ”ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდნენ.
როგორც ”ბიზსესპრესნიუსს” მოვაჭრეების ნაწილმა განუცხადა, ისინი უკმაყოფილოები არიან მერიის მიერ გამოყოფილი ადგილებით და ძველ ტერიტორიაზე მაშინვე გამოდიან, როგორც კი ამის საშუალება მიეცემათ.
” აქ ხალხი დადის, იქ კი ამოსვლა ეზარებათ. ადრე ბევრად უკეთესი იყო - ვვაჭრობდით, შემოსავალი გქვონდა, ვალებს ვისტუმრებდით. ახლა კი არაფერი გამოგვდის, მარტო ვალებს ვიმატებთ. მართალია იქ უკეთესი პირობებია - გადახურულია, მაგრამ ოღონდ გაგვიშვან და არაუშავს, წვიმაში და სიცხეში ქოლგით ვიჯდები,“ - გვითხრა გარემოვაჭრე ნონა საროიანმა.