ხვალ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას განიხილავს.
მექვაბიშვილი აღნიშნულ პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 8 სექტემბერს წარადგინა. ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა კი 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.
მექვაბიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირია.