გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს, ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

”ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

14 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეეზღუდება 392 აბონენტს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქსანი, ძეგვი, ქსოვრისი, ქანდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.