გერმანიამ უკრაინისთვის გაზის მიწოდება განაახლა

დღეიდან გერმანულმა კომპანიამ RWE AG-მა, პოლონეთის გავლით, უკრაინისთვის გაზის მიწოდება განაახლა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული Unian-ი ავრცელებს.

კომპანია RWE AG-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება "ნაფტოგაზსა" და RWE AG-ს შორის 2012 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად ხდება.  5 წლის განმავლობაში გერმანია უკრაინას წლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრს გაზს მიაწვდის.

Unian-ის ინფორმაციით, RWE AG-მა უკრაინისთვის გაზის მიწოდება 2013 წელს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც რუსეთმა გაზის მიწოდებაზე 30%-იანი ფასდაკლება გაუკეთა.