დავით ოქიტაშვილმა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ამის შესახებ ოქიტაშვილმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
„მე ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან იმ არჩევნებით, რაც დღეს გაიმართება, გაიმარჯვებს პეტრიაშვილი. ჩემი გადაწყვეტილებით მტკიცდება, რომ მთავრობის კანდიდატი არ ვარ და ასევე ჩანს, რომ მთავრობა არ ერევა პროფკავშირების საქმიანობაში“, - განაცხადა ოქიტაშვილმა.
სასტუმრო „ჰუალინგში“ პროფკავშირების ყრილობა მიმდინარეობს, რომელზეც ახალი თავმჯდომარის არჩევნები უნდა გაიმართოს.