ყველასათვის ცნობილია სტივ ჯობსის დამოკიდებულება ჩაცმისადმი.
ჯობსს მუდმივად ე.წ. როლინგი, ჯინსები Levi’s 501 და სპორტული ფეხსაცმელი New Balance 991 ეცვა.
მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ სტივ ჯობსს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა ჰქონდა ავტომობილების მიმართ.
Apple-ის დამფუძნებელი უპირატესობას ვერცხლისფერ მერსედეს SL55 AMG-ს ანიჭებდა, რომელსაც ლოზუნგის "Think different"-ის მიხედვით, არასოდეს ჰქონდა სანომრე ნიშანი. უკანასკნელი წლების განმავლობაში სტივის საყვარელი მანქანა მრავალჯერ აღბეჭდეს ფოტოებზე, თუმცა, მასზე სანომრე ნიშანი არავის უნახავს.
როგორ ახერხებდა ამას სტივი?
ამის თაობაზე უამრავი ჭორი დადიოდა. ზოგი მიიჩნევდა, რომ სტივ ჯობსი ამ საკითხზე დიდად არ დარდობს, თუ პოლიციამ გააჩერა - უბრალოდ, გადაიხდის ჯარიმას და მორჩა. ზოგი კი ამბობდა, რომ მას სპეციალური ნებართვა აქვს. ორივე ვარიანტი არასწორია, სიმართლე კი ერთდროულად მარტივიცაა და გენიალურიც.
რესურს iTWire პატივი ერგო, გასაუბრებოდა ჯონ კალასს, კომპანია Entrust-ის ტექნიკურ დირექტორს, რომელიც ადრე Apple-ში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდებოდა. ჯონმა ბევრისთვის საინტერესო კითხვას ნათელი მოჰფინა.
აღმოჩნდა, რომ სტივმა კალიფორნიის შტატის კანონებში ”ხვრელი” იპოვა. ყოველი ადამიანი, რომელიც ავტომობილს შეიძენს, ვალდებულია, 6 თვის განმავლობაში მიამაგროს სანომრე ნიშანი. სტივი სალიზინგო კომპანიას მოელაპარაკა იმის თაობაზე, რომ ყოველ 6 თვეში გამოცვლის თავის Mercedes SL55 AMG-ს ზუსტად ასეთივე მოდელზე, მხოლოდ ახალზე. გამოდის, ჯობსის ყოველი ”მერინი” 6 თვის იყო, შესაბამისად, მას ვერანაირ იურიდიულ მოთხოვნას ვერ წაუყენებდნენ სანომრე ნიშნის თაობაზე.
ეს გახლდათ მომგებიანი სიტუაცია სტივისთვის, სალიზინგო კომპანიისთვისაც და მომდევნო მფლობელისთვისაც.
დუდანა ზაქარაია