1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4604 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4604 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4587 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9281 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9443 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0162 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.