რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო, თოდრიასა და კლდიაშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი დღით შეიზღუდა.
როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, თოდრიას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზაზე ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო გარკვეულ მონაკვეთზე მშენებელმა კომპანიამ საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით გზა გადაკეტა. საავტომობილო მოძრაობა 15 სექტემბერს, დილით განახლდება.
თოდრიას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი, დასრულდა სარწყავი სისტემისა და გარეგანათების თანამედროვე ქსელის მოწყობა. გრძელდება ბორდიურების, ტროტუარებისა და გაზონების მოწყობის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 907 560 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზატკეცილი +“ აწარმოებს.