"ორშაბათიდან 5 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება"

ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით ვხვდებით - ორშაბათიდან 5 ახალი საბავშვო ბაღი იხსნება, სადაც დამატებით 1500-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შევძლებთ , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის განმარტებით, ბაღები იმ ბავშვებს მოემსახურება, ვინც ბაღის მიღმა იყო დარჩენილი.

"ინტენსიური სამუშაოები ჩავატარეთ, რომ დამატებით ის ბავშვები მიგვეღო, ვინც საბავშვო ბაღის გარეთ იყო. პედაგოგებსაც უტარდებათ სპეციალური სწავლება.

გარდა ამისა, ზაფხულის განმავლობაში 84 ბაღში ჩატარდა რეაბილიტაცია, ხოლო 13 ბაღი ამ ეტაპზე მშენებლობის სტადიაზეა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.