,,ინტერტრანსმა" რუსთავში ყვითელი მიკროავტობუსები შეიყვანა

მიკროავტობუსების შეყვანა რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისა და ხაზების მეპატრონეების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

კომპანია ,,ინტერტრანსმა" დღეს რუსთავში, ავტოსადგომზე დამატებით 30 ერთეული ყვითელი მიკროავტობუსი შეიყვანა.

კომპანია ,,ინტერტრანსის" დირექტორის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, კომპანიამ უკვე დაიწყო მასზე დაკისრებული ვარდებულებების შესრულება და რუსთავში ტრანსპორტის შეყვანა. მუმლაძის თქმით, კომპანიას ამ ეტაპზე უკვე მიაკითხა დასაქმების მსურველმა 150-მდე მძღოლმა და უახლოეს დღეებში რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ახალი მიკროავტობუსები გამოჩნდება.

მძღოლთა ერთი ნაწილი, რომელიც ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებს მართავს, ,,ინტერტრანსის" შეთავაზებებზე უარს აცხადებს. მძღოლები რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმებას და ნებართვის ორი წლით გახანგრძლივებას მოითხოვენ.