"ტექნო ბუმმა" პირველ კვარტალში გაყიდვები 173%-ით გაზარდა

"ტექნო ბუმმა" მიმდინარე წლის პირველი კვარტალი მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულა. მენეჯმენტი 2014 წლის ბოლომდე საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე პოზიციების გამყარებას და ლიდერობის მოპოვებას გეგმავს.

"ტექნო ბუმის" გაყიდვების მაჩვენებელი 2014 წლის იანვარ-მარტში 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 120%-ის ნაცვლად 173%-ით გაიზარდა.

ამ წარმატებას მენეჯემენტი სწორად დაგეგმილი სტრატეგიით, საზოგადოების მხარდაჭერითა და ქვეყანაში შექმნილი თავისუფალი ბიზნეს გარემოთი ხსნის.

"ტექნო ბუმი" 2010 წელს "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილმა მმართველებმა დააარსეს. დღეისათვის საქართველოში "ტექნო ბუმის" 13 მაღაზია ფუნქციონირებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2012 წელს "ტექნო ბუმი" აუდიო-ვიდეო, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების ბაზარზე მეხუთე ადგილს იკავებდა, 2013 წელს კი მესამეზე გადაინაცვლა.