„ვიზეარი“ მომხმარებელს ახალ სერვისს "უცნობი მეგზური" (Flexible travel partner) სთავაზობს.
კომპანიის ცნობით, სერვისი საშუალებას იძლევა, ბილეთები თქვენთვის და თქვენი თანამგზავრებისთვის მათი სახელების მითითების გარეშე დაჯავშნოთ.
ბილეთის დაჯავშნისას საკმარისია მხოლოდ ერთი სახელისა და გვარის მითითება, დანარჩენი სახელებისა და გვარების დამატება გამგზავრებამდე 3 საათით ადრე იქნება შესაძლებელი. ამ სერვისით სარგებლობის საფასური თითოეულ მგზავრზე 30 ლარია.