ტაშკენტის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ყაჩაღობის ადგილას რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო.
მისი თქმით, ის მაღაზიაში წყლის საყიდლად შევიდა, როდესაც ყაჩაღობის ფაქტს შეესწრო.
“წყლის საყიდლად შევედი და დავინახე ვიღაცა, შავებში ჩაცმული კაცი. დარბოდა და დახლებს ეჯახებოდა. ჩემმა მეგობარმა დაინახა, რომ ისროდა და შემდეგ გამოიქცა გარეთ. მეც გამოვიქეცი, შემეშინდა. მერე რამდენიმე გასროლის ხმა გავიგონე”, - აცხადებს თვითმხილველი.
ტაშკენტის # 23-ში, სადაც ყაჩაღობის ფაქტი მოხდა, ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ერთი ჯგუფი.