კონკურენციის სააგენტოს გიორგი ბარაბაძე უხელმძღვანელებს

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარაბაძე დანიშნა.

ამასთან, მთავრობის დადგენილებით, დამტკიცებულია კონკურენციის სააგენტოს დებულება, რომელშიც განსაზღვრულია სააგენტოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი.

კანონის თანახმად, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის დანიშვნის ბოლო ვადა 15 აპრილი იყო.

გიორგი ბარაბაძის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია მოგვიანებით გაავრცელებს.