პეკინის ქუჩაზე ველობილიკის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე, 1 კმ-იანი, 2,80 მეტრის სიგანის ველობილიკი გაკეთდება. ველობილიკზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.