ხუთმა კომერციულმა ბანკმა 10 მილიონი ლარის  ფასიანი ქაღალდები შეისყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, დღეს 10 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 22 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.000 პროცენტით, მაქსიმალური 10.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი -10.255 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონის განაკვეთი 9.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.