"პალიტრა L" სააღდგომოდ მსჯავრდებულებს წიგნებს გადასცემს

აღდგომის დღესასწაულთან და "მედია პალიტრის" დაბადების დღესთან დაკავშირებით, გამომცემლობა "პალიტრა L", სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 80-ზე მეტ წიგნს გადასცემს.

გამომცემლობა "პალიტრა L" წლების განმავლობაში თანამშრომლობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებს წიგნებს გადასცემს.

გამომცემლობა "პალიტრა L" ქალთა #5 დაწესებულებას ყოველწლიურად გადასცემს წიგნებს საჩუქრად. წელს კი ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამომცემლობამ # 19 ტუბერკულოზის სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულების ბიბლიოთეკას გადასცა წიგნები.