საქართველოს ქვეყნის გარეთ მეტი დასაქმებული ჰყავს, ვიდრე ქვეყნის შიგნით

როგორც უნდა ვატრიალოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, შევადაროთ გასულ წლებს და პროგნოზები ვაკეთოთ, უკვე წლებია, ქვეყანაში სოციალური ფონი ხელშესახებად არ უმჯობესდება.

უმუშევრობა მაღალია, დასაქმება - დაბალი, ხელფასი კი თვიდან თვემდე ძლივს ჰყოფნის კაცს. ისტორიული, ეკონომიკური პარალელების გავლებისას აღმოჩნდა, რომ ერთი საუკუნის წინ, მაგალითად, ამერიკელი მუშის ხელფასის მსყიდველობითი უნარი ბევრად მაღალი იყო, ვიდრე დღეს დასაქმებული რიგითი ქართველისა...

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: "მაგალითად, თუ ასი წლის წინ ამერიკელ მუშას თავისი ხელფასით 115 კგ ხორცის შეძენა შეეძლო, 2013 წლის ბოლო კვარტალის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულ ადამიანს ხელფასით, საშუალოდ, მხოლოდ 70 კგ ხორცის ყიდვა შეუძლია. ამერიკელი მუშა თუ 805 კგ ხორბალს იყიდდა, ჩვენთან მხოლოდ 615 კგ მოუვა...

ამერიკაში დღეს საშუალო ხელფასი 3.900 დოლარია, ჩვენთან კი 800 ლარის ფარგლებშია (დაახლოებით 460 დოლარის ეკვივალენტი). ზოგიერთი საქონელი ჩვენთან უფრო მეტიც კი ღირს, ვიდრე აშშ-ში. მაგალითად, საქონლის ხორცი, ბანანი, კვერცხი. ბენზინიც საკმაოდ ძვირია, ვიდრე იქ - დაახლოებით 22%-ით.

საქართველო იმ იშვიათ სახელმწიფოთა შორისაა და შეიძლება ერთადერთიც კი იყოს, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მეტი ჰყავს დაქირავებით დასაქმებული, ვიდრე ქვეყნის შიგნით. საქართველოდან გასულია 750-800 ათასი კაცი, რომლებიც დაქირავებით მუშაობენ საზღვარგარეთ და გაცილებით ნაკლებია დაქირავებულები ქვეყნის შიგნით. ამიტომ უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი 15% იქნება, 13%, თუ 12%, რეალურ მდგომარეობას ვერ ასახავს, რადგან ჩვენთან თვითდასაქმებულების ძალიან დიდი არმია ვითარდება".

სტატიის სრული ვერსია წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 21-28 აპრილის ნომერში