ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4738 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4727 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9661 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9561 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0100 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.