McDonald's-ი თბილისში წელს ორი რესტორნის გახსნას გეგმავს

მსოფლიო ბრენდ McDonald's-ის ფრანჩიზას მფლობელი კომპანია "თ და კ რესტორანი" სწრაფი კვების რესტორნების ქსელის გაფართოებაზე წელს 6 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ bpn-ს განუცხადა, კომპანია ამ ეტაპზე, რესტორნისთვის შესაბამის ფართს თბილისში ეძებს და წლის ბოლომდე ორი რესტორნის გახსნა გლდანსა და საბურთალოზე იგეგმება.

მენეჯმენტი 2014 წლის პირველი კვარტლის შედეგებით კმაყოფილია.

სამხრეთ კავკასიაში "მაკდონალდსის" პირველი რესტორანი საქართველოში 1999 წელს გაიხსნა. ამ დროისთვის "მაკდონალდსი საქართველოს" 6 ფილიალი გააჩნია, აქედან ოთხი თბილისში (მარჯანიშვილის, რუსთაველისა და წერეთლის მეტროებთან, სასტუმრო "აჭარასთან"), დანარჩენი კი ქუთაისსა და ბათუმში.

სამეწარმეო რეესტრის 2013 წლის მონაცემების მიხედვით, კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელი ცნობილი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა, თენგიზ კაპანაძე კი კომპანიაში 10%-ს ფლობს.

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე