ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4778 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4738 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9746 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9661 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0085 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.