დოლიძის ქუჩაზე „ნიკორას“ განახლებული სუპერმარკეტი იხსნება

დოლიძის ქუჩაზე მდებარე „ნიკორას“ სუპერმარკეტი მისამართს იცვლის.

ახალ ობიექტში მომხმარებელს არსებულთან შედარებით, 3-ჯერ გაზრდილი ფართი, განახლებული და მნიშვნელოვნად გაფართოებული კვების პროდუქტების, ჰიგიენის საშუალებებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის ასორტიმენტი ელის.

სავაჭრო ობიექტი 17 აპრილს, 17:00 საათზე, დოლიძის #5ა-ში გაიხსნება და 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს. სუპერმარკეტში შესაძლებელია, როგორც „ნიკორას“, ასევე სხვა ქართული და უცხოური წარმოების პროდუქციის შეძენა.

გახსნის ცერემონიალი, ტრადიციულად,  მხიარული მუსიკისა და შოუს ელემენტების თანხლებით ჩაივლის. მომხმარებლებს „ნიკორას“ წარმოებული პროდუქტის დაგემოვნების შესაძლებლობაც ექნება.

შეგახსენებთ, რომ „ნიკორას“ საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელი აქვს. ამჟამად, კომპანიის მფლობელობაში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში არსებული 92 სუპერმარკეტია.