კომპანია Squarespace-ის სარეკლამო რგოლმა, რომელიც მიმდინარე წლის Super Bowl-ის დროს გავიდა, „ემის“ დაჯილდოებაზე The Creative Arts Emmy Awards მიიღო.
რეკლამის სიუჟეტი კრეატიულმა სააგენტო JohnXHannes-მა გადაიღო. რგოლში, სახელწოდებით Calling JojnMalkovich.com მთავარ როლს ცნობილი რეჟისორი და მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ასრულებს. სიუჟეტის მიხედვით, მალკოვიჩი ვერ ახერხებს დომენის დარეგისტრირებას და საკუთარი ტანსაცმლის ბრენდისთვის ვებ-გვერდის შექმნას.
„Squarespace ყოველთვის ამაყობდა საკუთარი კრეატიული კამპანიებით. ამ რეკლამით ჩვენ გვინდოდა პირველ პლანზე წამოგვეწია ჩვენი პროდუქტი - დომენები და ეს შევძელით“, - განაცხადა სააგენტო JohnXHannes-ის წარმომადგენელმა.
Squarespace-ი სხვადასხვა კომპანიებისთვის და ბრენდებისთვის ვებგვერდებს ქმნის.